loader

“აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია“ - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. მინდა, მივულოცო ეს დღე მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი - ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს!,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.

„აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია. მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, დარწმუნებული ვარ, გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ, ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.