loader

საბაგირო ტროსი გაწყდა და ჩამოვარდა, გარდაცვლილია 14 ადამიანი - იტალიაში უდიდესი ტრაგედია მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბაგირო ტროსი გაწყდა და ჩამოვარდა, გარდაცვლილია 14 ადამიანი - იტალიაში უდიდესი ტრაგედია მოხდა

იტალიაში, ტბა მაჯორასთან ახლოს მყოფი საბაგიროს ტროსი მოწყდა და მგზავრებით სავსე კაბინა ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 14 ადამიანი.

სამთო-საგანგებო სამსახურის თქმით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია, ერთი 5-ის, ხოლო მეორე 9 წლის. ორივე მათგანი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მეორე ბავშვს ასევე მძიმე ტრავმები აქვს მიღებული, თუმცა გონზე იმყოფება და ექიმები ოპერაციას უკეთებენ. 

მაშველების თქმით, სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და გარდაცვლილების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.