loader

"შემოვიდა ხელმძღვანელი ყვირილით" - გაუმჯობესდა თუ არა გერმანიაში დროებით სამუშაოზე წასული ქართველების მდგომარეობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემოვიდა ხელმძღვანელი ყვირილით" - გაუმჯობესდა თუ არა გერმანიაში დროებით სამუშაოზე წასული ქართველების მდგომარეობა

გერმანიაში დროებით სამუშაოზე მყოფი ერთ-ერთი ქართველი ჯაბა ჩაჩანიძე „პალიტრავიდეოსთან“ ჰყვება, რომ მათი მდგომარეობა ამ დრომდე არ გაუმჯობესებულა. არც სამუშაო პირობები და არც ფინანსური ანაზღაურება. ისინი კვლავ დღის განმავლობაში 4 საათს მუშაობენ და საათში 3 ევროს უხდიან. ჯაბა ამბობს, რომ თუ არაფერი შეიცვალა, ეს თანხა ვალების დასაფარადაც არ ეყოფა.

მძიმე სამუშაო პირობების გამო ჯაბამ ჯგუფი რამდენიმე დღის წინ დატოვა და საკუთარი ძალებით სხვა სამსახური იპოვა, სადაც 4 დღის განმავლობაში, ღამის საათებში მუშაობდა, თუმცა 2 დღის წინ ისევ უკან დაბრუნდა და ჯგუფს შეუერთდა.