loader

ვრცელდება 23 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება 23 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების კადრები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს - 1998 წელს დაბადებულ რ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.