loader

ვარლამ გოლეთიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარლამ გოლეთიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გავლით ფილარმონიასთან გადაინაცვლონ და იქ გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება დღევანდელ გეგმას, ვაპირებთ, რომ რუსთაველის გავლით გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და იქ გადავკეტოთ სავალი ნაწილი. აქვე მინდა ვთქვა და დიდი მადლობა გადაუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, რომლებიც გვერდით გვიდგას, იცავს სახელმწიფოს ინტერესს, დგას იქ, სადაც უნდა იდგეს, არ ტოვებს თავის ადგილს ცარიელს, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს გავაცნობიერებთ, თუ რა პროცესის მონაწილე ვართ თითოეული ჩვენთაგანი და კიდევ და კიდევ უფრო მეტი იქნება უახლოესი კვირების განმავლობაში. გადავწვიტეთ ასეთი რამ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად, ყველა იმ ჩართულ ადამიანს, ვინც აქ მოდის და ვინც მომავალში შემოგვიერთდება“,-განაცხადა გოლეთიანმა.