loader

კაცებმა McDonald's-ის კარტოფილი ფრი ვერ გაინაწილეს, რის გამოც სროლა ატყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაცებმა McDonald's-ის კარტოფილი ფრი ვერ გაინაწილეს, რის გამოც სროლა ატყდა

უკრაინაში სწრაფი კვების ობიექტის, McDonald's-ის მომხმარებლებმა შეკვეთა ვერ გაინაწილეს, რის გამოც ერთ-ერთმა მომხმარებელმა მეორეს პნევმატური იარაღით ესროლა.

შემთხვევა 24 მაისს მოხდა.

ორმა მომხმარებელმა კარტოფილი ფრი შეუკვეთა. როცა სწრაფი კვების თანამშრომელმა უთხრა, რომ შეკვეთა მზად არის, არც ერთმა კაცმა არ ისურვა პორციის დათმობა.

სტუმრებმა კამათი დაიწყეს, თუ ვისი შეკვეთა იყო და ვის უნდა აეღო. მალევე ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და მეორეს ესროლა. 

მსროლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი იდენტიფიცირება მოახერხა და კარტოფილის მოყვარულს 7 წლით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა.