loader

“ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან“ - რა ვიცით კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შესახებ, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან“ - რა ვიცით კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შესახებ, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა


საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია.

"კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.