loader

“არ მიაწვეთ!“ - სოფელ გუმათში “ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ მიაწვეთ!“ - სოფელ გუმათში “ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა.

მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს აწვებოდნენ და ხელების აწევით ბარიკადების მიღმა შესვლას ცდილობდნენ, პოლიცია ხალხის მასას მოაწვა და ბარიკადების მეორე მხარეს გადავიდა, იქ, სადაც აქციის მონაწილეები არიან განლაგებული.

ამის შემდეგ აქტივისტებმა ხელების აწევის ჟესტით კიდევ ერთხელ მიმართეს სამართალდამცველებს, რომ მიეცათ ბარიკადებს მიღმა შესვლის უფლება, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ.