loader

ინდოეთში კოვიდის ქალღმერთი აღმართეს - მასთან ლოცულობენ, საჭმელს უტოვებენ და რძეში აბანავებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში კოვიდის ქალღმერთი აღმართეს - მასთან ლოცულობენ, საჭმელს უტოვებენ და რძეში აბანავებენ

ინდოეთში, ინდუიზმის ერთ-ერთ ტაძარში, ყოველდღე კორონავირუსის ორ ქალღმერთზე ლოცულობენ და პანდემიის შემსუბუქებას ევედრებიან. კორონას ქალღმერთები გამოიგონეს და მათ პატივსაცემად ფიგურები განათავსეს ტამილ ნადუს შტატში, ქალაქ კოიმბატორში, რომელიც ვირუსის აფეთქებამ ძალიან დააზარალა.

მომლოცველები ქალღმერთების ფიგურებთან ტოვებენ საკვებსა და სხვა შესაწირს, უგალობენ. გარდა ამისა, კურკუმის წყალსა და რძეში ბანენ.

"წარსულში ყვავილის დასამარცხებლად გვქონდა ტაძრები,  ახლა კი თაყვანს ვცემთ ვირუსს ქალღმერთის სახით და ყოველდღე ვევედრებით მას, რომ შეამციროს დაავადება. ვხედავთ, რომ ექიმები სიტუაციას ვერ უმკლავდებიან. ამიტომ ერთადერთი გზა ისაა, რომ ვილოცოთ და შევევედროთ ღმერთს, ამ მდგომარეობას თავი დავაღწიოთ“, - ამბობს მღვდელი.

მორწმუნეები აპირებენ, რომ მომდევნო შვიდი კვირის განმავლობაში ყოველდღე ილოცონ ახალ ქალღმერთებზე და იმედოვნებენ, რომ მათ წყალობას მიიღებენ.

ცნობისთვის, ინდოეთი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მეორე ქვეყანაა. ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე ქვეყანაში კოვიდის 27,5 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, მათ შორის 318 865 გარდაიცვალა.