loader

"გვიგულავია და ეგაა" - რა ხდებოდა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "კომენდანტის საათი" 1 საათით შემცირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვიგულავია და ეგაა" - რა ხდებოდა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "კომენდანტის საათი" 1 საათით შემცირდა

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 საათით შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მიიღეს.

მისივე თქმით, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვის 1 საათით შემცირება ყველა მოქალაქეზე გავრცელდება.

"სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა დღეიდან, 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იქნება", - განაცხადა ღიბრაძემ.