loader

“ჰაერშიც არ უსროლიათ, პირდაპირ ფეხებში აქვთ ნასროლი... ორი ადამიანი არის დაჭრილი“ - "რიონის მცველის" დაკავების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჰაერშიც არ უსროლიათ, პირდაპირ ფეხებში აქვთ ნასროლი... ორი ადამიანი არის დაჭრილი“ - "რიონის მცველის" დაკავების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სოფელ საყულიაში დღეს შსს სამინისტროს წარმომადგენლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ადგილობრივების მტკიცებით, ნამოხვანის აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი მუკბანიანის აყვანისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. აქტივისტი მეგობრის სასაფლაოზე აიყვანეს. 
ცნობისთვის, გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ იმერეთში ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, პირის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტეტსტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო: “მთავარი არხი“