loader

უცნაური სიმპტომი, რომელზეც კოვიდგადატანილი პაციენტები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ - "არავინ მიჯერებს, არ ვიცი, რა ვქნა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცნაური სიმპტომი, რომელზეც კოვიდგადატანილი პაციენტები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ - "არავინ მიჯერებს, არ ვიცი, რა ვქნა"

სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში ხშირად შეხვდებით პოსტებს, რომლებშიც კოვიდგადატანილი პაციენტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ გემოსა და ყნოსვის დაბრუნების შემდეგ უცნაურ და არასასიამოვნო სუნს გრძნობენ.

"ეს ორი კვირაა რაღაც ერთნაირი საშინელი სუნი და გემო აქვს ყველაფერს, თანდათან უფრო და უფრო მძაფრდება, აუტანელია უკვე, ვერც ავხსნი რა საშინელებაა... საჭმელს ვეღარ ვჭამ, თუ შევჭამ, სუნთქვას ვიკავებ, რომ ვერაფერი ვიგრძნო... სუნიც ასეთი საშინელი აქვს ყველაფერს... ნერვებზეც ძალიან მოქმედებს, ძალიან მაღიზიანებს, ტირილიც კი მინდება ხოლმე, არც არავინ მიჯერებს.

განუწყვეტლივ დამწვრის სუნი მცემდა, ყავის და სიგარეტის ნამწვავის სუნს ახლაც ვერ ვანსხვავებ.
ოქტომბერში მქონდა ვირუსი, სუნი და გემო დამიბრუნდა, მაგრამ საშინელ სუნებს ეხლაც ვგრძნობ. ასევე საჭმელების უმეტესობას რკინის გემოზე ვჭამ.
მეხუთე თვეა ასე ვარ გაუსაძლისია დავიტანჯე."

კომენტარებში ასევე წერენ, რომ ეს საშიში არ არის და გემო და სუნი აუცილებლად ყველას დაუბრუნდება.