loader

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის საქართველოს კორონავირუსის ვაქცინები გამოუყოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის საქართველოს კორონავირუსის ვაქცინები გამოუყოს


სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის საქართველოს კორონავირუსის ვაქცინები გამოუყოს.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თეთრმა სახლმა სულ ახლახანს დაადასტურა და განაცხადა ამის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები“, - განაცხადა შაჰინმა.

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლი ამერიკული წარმოების ვაქცინების 80 მილიონი დოზის გლობალურად განაწილების გეგმას აქვეყნებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ვაქცინების 75%-ს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების განაწილების პლატფორმა COVAX-ს მიაწვდის.

COVAX– ის საშუალებით ვაქცინის გაზიარებისას, შეერთებული შტატები საერთაშორისო ორგანიზაცია აფრიკის კავშირთან კოორდინაციით, პრიორიტეტს ანიჭებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებს, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკას.

დანარჩენ 25%-ს აშშ პირდაპირ გაუნაწილებს მეზობლებს, გასაჭირში მყოფ ქვეყნებს, მათ ვისაც ეპიდემიის სწრაფი გავრცელება აქვთ და მათ, ვინც აშშ-ისგან სასწრაფო დახმარება მოითხოვეს.

თეთრი სახლის განცხადებით, დაახლოებით 6 მილიონი დოზა გათვლილია რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორ მიმღებ ქვეყნებზე, მათ შორისაა: მექსიკა, კანადა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, დასავლეთ სანაპირო და ღაზა, უკრაინა, კოსოვო, ჰაიტი, საქართველო, ეგვიპტე, იორდანია, ერაყი და იემენი, აგრეთვე გაეროს პერსონალი, რომლებიც პანდემიის წინა ხაზზე საქმიანობენ.