loader

უდიდესი ტრაგედია ყარაბაღში: ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა, დაღუპულია 3 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უდიდესი ტრაგედია ყარაბაღში: ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა, დაღუპულია 3 ადამიანი

ქელბაჯარის რაიონში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. დაღუპულია 3 ადამიანი.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი ჟურნალისტია - ტელევიზია AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 4 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.