loader

“გვაქვს ორი მნიშვნელოვანი საკითხი“ - სიახლეები, რომელიც ახლახანს გახდა ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გვაქვს ორი მნიშვნელოვანი საკითხი“ - სიახლეები, რომელიც ახლახანს გახდა ცნობილი

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ორშაბათს, 7 ივნისს, სოფელ გუმათიდან ქუთაისში, ჰესის მშენებელი კომპანიის "ენკას" ოფისის, მიმართულებით მსვლელობას გამართავენ. შესაბამისი განცხადება გუმათში აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება. მან მოსახლეობას მოუწოდა, შეუერთდნენ მსვლელობას.

გოლეთიანის განცხადებით, მანამე გაგრძელდება გუმათში პროტესტი. ამ დროისთვის "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ტრადიციულად ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას ხეობაში.

შეგახსენებთ, "ნამახვანჰესის" მშენებლობას "რიონის ხეობის მცველები" უკვე 221-ე ღამეა აპროტესტებენ.