loader

ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტში 7-წევრიანი ფრაქციის, “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა“ და 32-წევრიანი ფრაქციის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას“ შექმნას კენჭი უყარა.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.