loader

გაჟონა თუ არა კორონავირუსმა ლაბორატორიიდან - რა წერია აშშ-ის ანგარიშში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაჟონა თუ არა კორონავირუსმა ლაბორატორიიდან - რა წერია აშშ-ის ანგარიშში?

აშშ-ის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის მიერ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ჰიპოთეზა, რომელიც ამტკიცებს, რომ ვირუსმა უხანის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა, სარწმუნოა და შემდგომ გამოკვლევას იმსახურებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი იმ ადამიანებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებისთვისაც დოკუმენტის შინაარსი ცნობილია.

გამოცემის ცნობით, კვლევა, რომელიც 2020 წლის მაისში კალიფორნიის ლოურენს ლივერმორის ეროვნულმა ლაბორატორიამ მოამზადა, კოვიდ 19-ის ვირუსის გენომურ ანალიზს ეყრდნობა.