loader

"ცხედარს სახე არ აქვს, ძვლებია შესული ტვინში, ფულს აწერდნენ ადგილობრივები" - ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცხედარს სახე არ აქვს, ძვლებია შესული ტვინში, ფულს აწერდნენ ადგილობრივები" - ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში ცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა 5 ივნისს მელე-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ცემეს და უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.

ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჩხუბის მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარს ლენტეხის პოლიციის სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ვიდეო: "მთავარი არხი"