loader

“უკვე თამამად ვამბობ, ადრე ვერიდებოდი!“ - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის მიზეზებს ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“უკვე თამამად ვამბობ, ადრე ვერიდებოდი!“ - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის მიზეზებს ასახელებს

“გარდა ახალი შემთხვევების რაოდენობებისა, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ დრამატულად შეგვემცირებინა გარდაცვალების შემთხვევები. საქართველოში დღეში 15-დან 30-მდე გარდაცვალება ფიქსირდება. თუ ჩვენ შევადარებთ საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელს და გადარჩენის მაჩვენებელს, მაშინ აღმოჩნდება, რომ სულაც არ გვაქვს ცუდი მდგომარეობა და ევროპის 35 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ამ მხრივ რაიმე ჩავარდნაა, პირიქით მიღწევაა, როდესაც ჩვენნაირი ქვეყანა ამ მთავარი მაჩვენებლებით სჯობნის ევროპის 35 ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის მიუხედავად, 15 გარდაცვლილი ჩვენთვის ძალიან ბევრია და საგანგებო ზომებს ვიღებთ, რომ ეს რიცხვი შემცირდეს.

გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს საქართველოში და წინა თვეებში დომინირებდა ევროპაში. ეს შტამი არამხოლოდ სწრაფად ვრცელდება და მეტი გადამდებლობით ხასიათდება, არამედ იწვევს დაავადების მნიშვნელოვნად მძიმე ფორმებს. დღევანდელი კონტიგენტი კოვიდავადმყოფებისა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე იქამდე, სანამ ბრიტანული შტამი გაჩნდებოდა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის კიდევ ერთი გამომწვევია ვაქცინაციის დაბალი პროცენტი, რომელიც ჩვენთან საერთო მოსახლეობის 5-6%-ს შეადგენს.