loader

“გვინდა გამოვეხმაუროთ პრემიერის განცხადებას, მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული მისი მხრიდან“ - “რიონის ხეობის მცველები“ სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გვინდა გამოვეხმაუროთ პრემიერის განცხადებას, მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული მისი მხრიდან“ - “რიონის ხეობის მცველები“ სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ

“საერთოდ არ ეცოდინებოდათ ქვეყნის რა ინტერესები ეწირებოდა, რომ არა ჩვენი პროტესტი და თურმე იმდენად მნიშვნელოვანი ინტერესები ეწირებოდა, რომ ასე ეს პროექტი ვეღარ განხორციელდება და, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში მისასალმებელია და ვიწონებთ პრემიერის განცხადებას,“- ამის შესახებ „რიონის ხეობის“ მცველმა ვარლამ გოლეთიანმა პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახცმადაც არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება არ გაგრძელდება.

ამასთანავე, გოლეთიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა „ნამახვანჰესის“ პროექტის ირგვლივ არსებული პროტესტის მნიშვნელობა საკუთარი განცხადებით აღიარა, მაინც არ ჩათვალა „რიონის ხეობის მცველები“ იმ სრულფასოვან მხარედ, რომლისთვისაც ინვესტორთან მოლაპარაკებამდე აზრი უნდა ეკითხათ პროექტში არსებული პრობლემების სრულ სპექტრთან დაკავშირებით.