loader

“დედას დავახრჩობ, გავგუდავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას - ასეთი თაობების შექმნას აპირებენ“ - მეუფე სპირიდონი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დედას დავახრჩობ, გავგუდავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას - ასეთი თაობების შექმნას აპირებენ“ - მეუფე სპირიდონი


მეუფე სპირიდონი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს ვიდეო მიმართვაში ეხმაურება:

„მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში იქნა მიღებული, როცა რამდენიმე დღის იყო. დედა ეკლესიამ გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლებდა არაფერი. არც ჩაცმა, არც დახურვა, არც კვება. უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით. შემდეგ დედა ეკლესიამ სკოლა დაასრულებინა და შემდეგ უნივერსიტეტში მაოწყო, მისცა იმდენი სწავლა-განათლება, რომ მოეწყო უნივერსიტეტში საპატრიარქოს უნივერსიტეტში. გაოცებული ვართ, რამ აიძულა ეს ბავშვბი, რაც შეუცვალა გონება, რომ ასე მოიქცა. თურმე, ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამთთან მოლაპარაკებები ჰქონდა. საოცარია, გაოცებული ვართ და ძალიან შეწუხებული“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.