loader

“ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან“ - ანდრია ჯაღმაიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს "პროპაგანდისტულ შტურმად" აფასებს და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან.

"ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში", - წერს ჯაღმაიძე "ფეისბუქში".

“რას მწერენ თითქოს გაგდებულ ბავშვზე: ეს ბავშვი სწავლობს მეუფე სპირიდონის უნივერსიტეტში, პირველკურსელია და ცხოვრობდა ეპარქიაში, მეუფეს განსაკუთრებით უყვარს, ზაფხულობით თავისთან მიყავდა ეპარქიაში პანსიონში ცხოვრების დროს. განსაკუთრებულად კარგად ექცეოდა ყველა, ერთი კვირის წინ საქციელს უწუნებდა იმ ბავშვებს ვინც პანსიონში ძალადობაზე საუბრობდნენ. მოულოდნელად აზრი შეიცვალა, უთქვამს, რომ ლომჯარია გაიმარჯვებსო და დაუწყია აგრესიულად მოქცევა. დაურეკავს 112-ში და უთხოვია, დამკითხონო. პოლიციიდან დაბრუნდა ისევ ეპარქიაში ძალიან აგრესიულად განწყობილი და შეიკეტა ოთახში. ამიტომ მეუფემ სიფრთხილისთვის რეზიდენციის გვერდზე 2 ოთახიან ბინაში გადასვლა და იქ დარჩენა შესთავაზა. ამის შემდეგ ჩაულაგებია ბარგი, დაურეკავს ისევ პოლიციაში და წასულა და თან ამბობდა ენჯეოები ყველაფრით უზრუნველმყოფენო.“ - ასე აფასებს დეკანოზი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.