loader

უხერხული და მოულოდნელი პერფორმანსი პარლამენტში - "რა უცნაური იყო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უხერხული და მოულოდნელი პერფორმანსი პარლამენტში - "რა უცნაური იყო"

პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სამოქალაქო აქტივისტებმა მამუკა ჯუღელმა და ქრისტინა ჭელიძემ სხდომათა დარბაზში ფურცლები გადაყარეს. ფურცლებზე წერია - “რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“

სასესიო დარბაზში გადაყრილ ფურცლებზე ასევე მითითებულია აქციის შესახებ, რომლის გამართვაც 13 ივნისს, პარლამენტთან იგეგმება. როგორც მათ განაცხადეს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობას პარლამენტის წევრებმა პასუხი უნდა გასცენ.

“სახელმწიფო არის სრულიად უუნარო პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ვერ ახდენს რეაგირებას. სამწუხაროდ, სხვა ფორმა მათ არ ესმით“, - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

აქტივისტებს პლენარულ სხდომათა დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს.