X
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 130 ათას დოზას მიიღებს
17:24 / 12-06-2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 130 ათას დოზას მიიღებს.

მისივე თქმით, ივლისიდან ქვეყანაში შემოვა „ფაიზერი“ „ასტრაზენეკა“ „სინოვაკი“ „სინოფარმი“ და ამერიკული კომპანია "ნოვავაქსის" ვაქცინა.

„ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე. ივლისის პირველი კვირიდან ჩვენ უნდა ავიდეთ დღეში 20-25 ათას აცრაზე, რათა სამიზნე რაც გვაქვს, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრას მივაღწიოთ.

მასობრივ ვაქცინაციაზე ჩვენი ტიპის ქვეყანა უნდა გადავიდეს, მაშინ როდესაც ცივ საწყობში ყოველთვე სულ მცირე 500 ათასი ვაქცინის დოზა დევს. ამის გარანტიები გვაქვს.

ივლისში, 500 ათასიდან მილიონი დოზამდე ვაქცინა იქნება, შემდეგ 4 თვის განმავლობაში დაახლოებით 3 მლნ 600 ათასი ვაქცინის დოზა შემოვა. საუბარია 4 ვაქცინაზე - „ფაიზერზე“ „ასტრაზენეკაზე“, „სინოვაკსა“და „სინოფარმზე“. ამას მოგვიანებით დაემატება „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, რომელიც არის ერთჯერადი ინექციისთვის, შედარებით ცოტაა, დაახლოებით 130 ათას დოზაზეა საუბარი და ასევეა ახალი ვაქცინა „ნოვავაქსი“, ერთი-ერთი ძალიან ეფექტური ვაქცინა“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“სულ ვატყობდი, რომ თითქოს ჩემი არ ესმის... მხოლოდ ექსპრესიული კი არა, რეცეპტიული დაგვიანებაც აქვს - ვერ გამოხატავს რისი თქმაც უნდა“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი შვილის შესახებ საუბრობს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო