loader

"ამიერიდან ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, არასდროს არ დავმალავ" - რას პასუხობს გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამიერიდან ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, არასდროს არ დავმალავ" - რას პასუხობს გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს?

მე ვემსახურები საქართველოს იდეას. ეს ადამიანები თავიანთ პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ. ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მას ვერავინ იყიდის, მათ შორის, ვერც მიხეილ სააკაშვილი.

„ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთ იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს. საქართველო კარგავს პერსპექტივას მიშას და ბიძინას ბრძოლის გამო. ეს არის ის ორპოლუსიანობა, რაც გვართმევს განვითარების პერსპექტივას.

მე ვემსახურები საქართველოს იდეას. ეს ადამიანები თავიანთ პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ. ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი. კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამ საკითხთან დაკავშირებით.

შია ხალხს, ვალი აქვს სახელმწიფოს, ვერ ვითარდება საქართველო და ამაზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. მე რომ არ „მშია“ და მე რომ ამისთვის არ ვაკეთებ, ეს ძალიან კარგად იცის მიშამაც და ძალიან კარგად იცის მისმა ყველა თანაგუნდელმა, ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერასდროს ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც მიშა სააკაშვილი", - განაცხადა ვაშაძემ.