loader

სასტიკი ძალადობა შვილზე - რუსთავში 12 წლის ბიჭს მამამ უმოწყალოდ სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასტიკი ძალადობა შვილზე - რუსთავში 12 წლის ბიჭს მამამ უმოწყალოდ სცემა

სასტიკი ძალადობა შვილზე - რუსთავში მამამ 12 წლის ბიჭს ქმარით უმოწყალოდ სცემა. სასტიკი მოპყრობის მიზეზი, სავარაუდოდ, შვილის დაუმოჩილებლობა გახდა.

მეზობლების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ორ არასრუწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა მსგავი ძალადობა არასდრის შეუნიშნავთ.

ნაცემი ბავშვი პირველად ახლომდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებმა ნახეს. მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ არასრულწლოვანმა სწორედ მათ მოუყვა. ინფორმაცია სუპერმარკეტის თანამშრომლებმა ბავშვის მამასთან გადაამოწმეს, რომელმაც ფაქტი დაადასტურა და ეს აღზრდის მეთოდით ახსნა.

ფაქტის შესახებ მაღაზიის თანამშრომლებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს. ამ დროისათვის 50 წლამდე მამაკაცი უკვე დაკავებულია. მას პატიმრობა შეეფარდა.


ვიდეო: "ტვ პირველი"