loader

"ღამე აუტანელი ხმა მოდიოდა, კლავდნენ, თუ ახრჩობდნენ, ვინ-ვის ღალატობდა არ ვიცი" - რას ჰყვება პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მეზობელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღამე აუტანელი ხმა მოდიოდა, კლავდნენ, თუ ახრჩობდნენ, ვინ-ვის ღალატობდა არ ვიცი" - რას ჰყვება პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მეზობელი?


წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი მა­მა­კა­ცის მე­ზო­ბე­ლი დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც მე­ზო­ბე­ლი აცხა­დებს, პო­ლი­ცი­ა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ზობ­ლებ­მა და­რე­კეს, რად­გან აღ­ნიშ­ნულ პირ­სა და მის მე­უღ­ლეს შო­რის კონ­ფლიქ­ტი არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა.

რო­გორც მე­ზო­ბე­ლი იხ­სე­ნებს, ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მა­მა­კაცს გაფრ­თხი­ლე­ბაც მის­ცეს.

"აქ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვცხოვ­რობ, სულ ჩხუ­ბის ხმა გა­მო­დი­ო­და, მგო­ნი მე­უღ­ლეს ცემ­და. სა­ხე­ზე არც ქმა­რი ვიცი და არც ის გოგო, მაგ­რამ ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი იყო... მერე მგო­ნი, გა­და­ვიდ­ნენ. ორი თუ სამი წლის იყო ეს ფაქ­ტე­ბი, ღამე აუ­ტა­ნე­ლი ხმა მო­დი­ო­და, კლავ­დნენ, თუ ახ­რჩობ­დნენ, ვინ-ვის ღა­ლა­ტობ­და თუ რა­ტომ იყო ეს, არ ვიცი. ტი­რი­ლის ხმა ის­მო­და, ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცას ურტყამ­და, არ ვიცი ეს ბინა ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ თუ არა, მერე ყვე­ლამ გა­ი­გო კორ­პუს­ში ეს ამ­ბა­ვი, ყვე­ლამ იცო­და, რომ ვი­ღა­ცას სა­დღაც კლავ­დნენ და აწა­მებ­დნენ, რო­მე­ლი­ღაც სარ­თულ­ზე. თა­ვი­დან ვერ ვი­გებ­დი, ხმა ქვე­მო­თა სარ­თუ­ლი­დან ამო­დი­ო­და, თუ ზე­მო­დან ჩა­მო­დი­ო­და, მერე, მე­ზო­ბელ­მა თქვა, ქვე­და სარ­თულ­ზე არი­ა­ნო. სამ­სა­ხუ­რი­დან მოს­ვლის შემ­დეგ, ღამე მეს­მო­და ეს რა­ღა­ცე­ბი,

მგო­ნი, უბ­ნის ინ­სპექ­ტორ­მა შე­ა­მოწ­მა, რე­ა­გი­რე­ბა იყო, თით­ქოს, გაფრ­თხი­ლე­ბაც მის­ცეს, მერე რა მოხ­და, არ ვიცი. მე მგო­ნი, მე­ზობ­ლებ­მა და­რე­კეს, იმ უბ­ნის ისნ­პექ­ტორს ხმა ხომ ვი­ღა­ცამ მი­აწ­ვდი­ნა, არ მგო­ნია, და­ზა­რა­ლე­ბულს ეთ­ქვა, ჩემი ქმა­რი მჩაგ­რავ­სო“, - აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი.

ცნო­ბის­თვის, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გუ­შინ მა­მა­კა­ცი, 46 წლის ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გად­მო­ვარ­და. ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გერ­მა­ნულ ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად მძი­მეა და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს.

წყარო: ambebi.ge