loader

ცნობილია ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ გამოძიების შუალედური შედეგები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ გამოძიების შუალედური შედეგები

ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ფარული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

"ტელეკომპანია "პირველის" ეთერში 2021 წლის 6 მარტს, "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიოჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. აუდიოჩანაწერებს მრავლობითად აღენიშნება რედაქტირების კვალი, აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია შეცვლილი, დაინტერესებულ პირთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიოჩანაწერები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მონტაჟის გზით შექმნილ და ფალსიფიცირებულ აუდიოჩანაწერებს არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და გამოვლენის მიზნით", - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.