loader

პროკურატურა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ვიდეოილუსტრაციას ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ვიდეოილუსტრაციას ასაჯაროებს

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გასული აუდიო ჩანაწერის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარს ასახავდა, იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა ირაკლი ღარიბაშვილი 25-დან 30-წლამდე ასაკის იყო.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშილმა განაცხადა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.