loader

“საქმე შეთითხნილია, წამების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ბრალდებას არ წარმოუდგენია“ - 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული მამინაცვლის ადვოკატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საქმე შეთითხნილია, წამების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ბრალდებას არ წარმოუდგენია“ - 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული მამინაცვლის ადვოკატი

6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებული მამინაცვლის ადვოკატი აცხადებს, რომ წამების საქმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

მუხრან ღურცკაიას განცხადებით, რეალურად საქმე არის შეთითხნილი.

"იმიტომ, რომ წამების საქმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მათ შორის ბავშვის ჩვენება. ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს ჩამოყალიბებულად სამართლებრივად. მას დააწერინეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი, რომელსაც საქმის განხილვის დროს ის ვერ დაადასტურებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს დაცვის მხარე მოსთხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოხდეს დატოვება. როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ეს ფოტომასალა არის ერთი წლის წინანდელი. გუშინ სასამართლოზე იყო ბავშვი. რაც მე შევხედე ბავშვს დაზიანება არ აქვს. როდის მიიღო ეს დაზიანება, ვინ გადაიღო ფოტოები, ვინ გადააგზავნა, ეს არის გასარკვევი გამოძიების მიერ. ამ ფოტოებიდან გამომდინარე არ შეიძლება ადამინს წაუყენო წამების ბრალდება", - განაცხადა მუხრან ღურცკაიამ.