loader

"ერთ ადგილზე გკიდია და გეჩვენება..." - ხმაური და დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ ადგილზე გკიდია და გეჩვენება..." - ხმაური და დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური და დაპირისპირება იყო. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლებმა, რომლებიც პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ, სიტყვით გამოსვლის ნებართვა ითხოვეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ მათ განუცხადა, რომ რეგლამენტის თანახმად, კითხვის ცალკე დასმის საშუალება არ ჰქონდათ, თუმცა შეეძლოთ საკუთარი შეკითხვა ერთ-ერთი დეპუტატის დახმარებით გაეჟღერებინათ, რასაც თავის მხრივ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

საბოლოოდ, სოფელ ბობოყვათის მცხოვრებთა პრობლემის თაობაზე შეკითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძეს "ქართული ოცნების" წევრმა ცოტნე ანანიძემ მიმართა, თუმცა სხდომა კვლავ ხმაურით მიმდინარეობდა, რადგან დიალოგის ეს ფორმა ბობიყვათელებს არ აკმაყოფილებდათ.

თავის მხრივ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, რომ ზღვისპირა ზოლში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსახლეობას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. მისი თქმით, ტერიტორია საინვესტიციოდ მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბობოყვათის მცხოვრებლები ქობულეთში, ზღვისპირა ზოლში მდებარე მიწების დაბრუნებას მოითხოვენ. მათი თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები წინაპრებმა დაუტოვეს, თუმცა 2004 წელს სახელმწიფომ ჩამოართვათ.

ვიდეო: "აჭარის ტელევიზია"