loader

რატომ გაჰყავს დასავლეთს კონფლიქტური ზონებიდან ჯარი და დასრულდა თუ არა ტერორთან ბრძოლა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გაჰყავს დასავლეთს კონფლიქტური ზონებიდან ჯარი და დასრულდა თუ არა ტერორთან ბრძოლა?

სრულიად მოულოდნელად, დასავლეთის ქვეყნებმა საკუთარი ჯარები მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილიდან გაიყვანეს. ამ ფონზე ყალიბდება მოსაზრება, რომ 20 წლის წინ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებული ომი სრულდება.
არსებული ინფორმაციით, ნატოს ჯარები ავღანეთს ტოვებენ, საფრანგეთი მნიშვნელოვნად ამცირებს კონტინგენტს მალიში, ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები კი აქტიურად აღარ მონაწილეობენ ერაყის სამხედრო ოპერაციებში. ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის რადიკალური დაჯგუფებების მიმართ. მეტიც, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, თუ როგორ გაძლიერდეს მისიები.

ავტორი: ნინი გოგიშვილი