loader

ჩხუბი, ჭიდაობა და გაწევ -გამოწევა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ბეჟან გუნავა მანდატურებმა ძალის გამოყენებით გააძევეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხუბი, ჭიდაობა და გაწევ -გამოწევა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ბეჟან გუნავა მანდატურებმა ძალის გამოყენებით გააძევეს


არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს ბეჟან გუნავას და კიდევ ერთ პირს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მანდატურებმა დაატოვებინეს.

სხდომაზე შელაპარაკება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მოჰყვა, რასაც გუნავა არ ეთანხმებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბეჟან გუნვას დამშვიდებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა და გააფრთხილა კიდეც, თუ არ დამშვიდდებოდა, სხდომას მანდატურები დაატოვებინებდნენ.

„ეს არის შოუ, გაბრძანდით გარეთ! როდესაც ისწავლით მოქცევას და კულტურას, მაშინ შემოხვალთ სხდომათა დარბაზში. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი საქციელის დემონსტრირებას ახდენს არასაპარლამენტო ოპოზიცია. არ ავყვეთ პროვოკაციებს. ამის მცდელობები ჰქონდათ და ექნებათ!“ , - განაცხადა ოხანაშვილმა.