X
"ქართველ ოფიცრებთან ვიცავდი...დისტანცია დაიცავი, ახლოს ნუ მოდიხარ, გაუწონასწორებელი ხარ!" - მიხეილ სააკაშვილსა და აქტივისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
11:13 / 27-06-2021
მიხეილ სააკაშვილსა და აქტივისტს შორის კონფლიქტი მოხდა. აქტივისტი სააკაშვილს სთხოვდა, რომ ქალაქ მარიუპოლის რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე ემუშავა და ახსენებდა, რომ ადამიანთან, რომელთანაც სააკაშვილი თანამშრომლობს, ვადიმ ბოიჩენკო, 2014 წელს სეპარატისტებს ემხრობოდა. გთავაზობთ დიალოგის თარგმანს.

- თქვენ იყავით მარიუპოლში?
- არ ვაპირებ თქვენ ანგარიში ჩაგაბაროთ.
- რატომ არ აპირებთ ანგარიშის ჩაბარებას, იცით, რომ ბოიჩენკო სეპარატისტი არის? აღმოფხვერით ქალაქ მარიუპოლის კონტრაბანდა და კორუფცია. აქ ჩამოდიხართ და ჰყვებით, როგორი კარგია იმ ადამიანთან, ვინც 2014 წელს დარბოდა და "დიდება დნრ-ს" ყვიროდა.
- წადი აქედან, ბიჭი, მე თვითონ ვიცავდი მარიუპოლს.
- კარგით და ვისგან იცავდით მარიუპოლს?
- ვისგან იცავდით მარიუპოლს?
- ქართველ ოფიცრებთან ერთად ვიცავდი მარიუპოლს.
- წესიერად მელაპარაკეთ, მე თქვენი ბიჭი არ ვარ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, აქ ატივისტებს იჭერენ. აი, ასეთი დეპუტატი ხართ. ამბობთ, უნდა ვიბრძოლოო, მარიუპოლი ბათუმის მსგავსად უნდა ავაშენოო. ბათუმი საქართველოში ააშენეთ!
- წადი აქედან!
- რა განერვიულებთ, გაუწონასწორებელი ხართ? ნუ მეხებით, მე ჩემს დისტანციაზე ვარ,
დახმარებას გთხოვთ, რომ ქალაქ მარიუპოლს დაეხმაროთ.
- არ დაგეხმარებით.
- და რატომ არ დამეხმარებით, მე საომარი მოქმედებების მონაწილე ვარ.
- არ მახსოვხართ.
- მეც არ მახსოვხართ, მხოლოდ ტელევიზორიდან მახსოვხართ, სახურავებზე რომ დარბოდით. მე გეუბნებით, დაგვეხმარეთ, ქალაქ მარიუპოლში 52 სეპარატისტული მარკეტია, კონტრაბანდაა და ასე შემდეგ. ვის არ მივმართე, პრეზიდენტის ოფისს, ადგილობრივ ხელისუფლებას.

დიალოგის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონზე დაიწყო საუბარი, აქტივისტმა თავისი აზრი
დააფიქსირა და თქვა, რომ ალბათ პოლიციას ურეკავს, რომ მოვიდნენ და დაგვაპატიმრონ, რაზეც
სააკაშვილმა უპასუხა, რომ არავის არაფერში სჭირდებოდა.

ვიდეო 1 დღის წინ სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკში" გავრცელდა.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს