loader

რატომ მოიხსნა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ მოიხსნა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა, რატომ დაუჭირა მხარი უწყებამ ღია სივრცეში პირბადის ტარების შეზღუდვის გაუქმებას.

ჟურნალისტების კითხვაზე, ფორმალური იყო თუ არა ეს შეზღუდვა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს ასე გამოდიოდა, რადგან ბევრი მოქალაქე პირბადის ტარებას ვერ ახერხებდა. ამასთანავე, მისი თქმით, ახალი გადაწყვეტილების მიღებისას იმის გათვალისწინება მოხდა, რომ ახლა ზაფხულის პერიოდია და მოქალაქეებს პირბადის ტარება კიდევ უფრო გაუჭირდებათ.

"პირბადის გამოყენების მნიშვნელობა რჩება უცვლელი და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ, რაც მეტი ადამიანი გამოიყენებს პირბადეს, მით ნაკლები გვექნება ინფექციის გავრცელების რისკები. აქ მეორე მხარეც არის, რამდენად შესაძლებელია პირბადის სავალდებულო გამოყენების მონიტორინგი და სწორედ ამ ნაწილის შემსუბუქებაზე იყო საუბარი, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრიცა და ჯანდაცვის სამინისტროც გააგრძელებენ მოწოდებას მოქალაქეებთან მიმართებით იმასთან დაკავშირებით, რომ პირბადე უნდა გამოვიყენოთ და რაც მეტ ადგილზე გამოვიყენებთ, მით მეტად დაცულები ვიქნებით, თუმცა გამომდინარე ზაფხულის ცხელი პერიოდიდან და იქიდან, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის, ხანდაზმულებიც ამას ვერ იცავენ უბრალოდ და არც აღსრულება ხერხდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საბჭოზე, რა თქმა უნდა, ჩვენც მხარი დავუჭირეთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გაბუნიამ.