loader

(18+) "ჩეხი ჯორჯ ფლოიდი" - პოლიციას ბოშა დაკავების დროს შემოაკვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(18+) "ჩეხი ჯორჯ ფლოიდი" - პოლიციას ბოშა დაკავების დროს შემოაკვდა

ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში პოლიციამ ბოშა დააპატიმრა, რომელიც ძირს დააწვინა და მუხლით დააწვა. ამ ქმედებამ კანონდამრღვევის გარდაცვალება გამოიწვია. ინფორმაცია BBC-იმ 22 ივნისს გაავრცელა. 

აღსანიშნავია, რომ ინციდენტი შაბათს მოხდა.

სოცქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამმა სამართალდამცველმა კაცის დაპატიმრების დროს ძალა გამოიყენა. მეტიც, ერთ-ერთი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში კაცს ყელზე ან მხარზე მუხლით აწვებოდა, დამნაშავე კი გაუნძრევლად იწვა ასფალტზე.

ჩეხეთის პოლიციის განცხადებით, მათ თანამშრომლებს ძალის გამოყენება მოუწიათ, რამდენადაც კაცი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და აგრესიულად იქცეოდა. მათი მტკიცებით, სიკვდილის მიზეზი ზედოზირება გახდა. 

დამამტკიცებელ საბუთად პოლიციამ წარადგინა ვიდეო, რომელიც გადაღებულია ბოშას დაპატიმრებამდე. ვიდეოში ჩანს, როგორ აგრესიულად იქცეოდა ის.

BBC-ის ინფორმაციით, შს მინისტრმა იან გამაჩეკმა პოლიციელების ქმედებას მხარი დაუჭირა.

თავის მხრივ, ჩეხეთის ბოშური საზოგადოება მომხდარს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს ადარებს, გარდაცვლილს "ჩეხ ფლოიდს" უწოდებს და მთავრობას სისტემურ რასიზმში ადანაშაულებს.