X
"იმედია, სწორი ინფორმაციაა და ამ წყაროს ვეყრდნობით" - ვახტანგ გომელაურის თქმით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება
12:57 / 23-06-2021
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავება უწყებისთვის ღირსების საკითხია. როგორც მან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შსს-ს ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება და უწყება მის დასაკავებლად მუშაობს.

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა. პირდაპირ გეტყვით, ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა. ვმუშაობთ, იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ამდენი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შსს. შეიძლება ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ არ გვინდა, ხელს ვუწყობთ ან ვმალავთ, ვმუშაობთ ამ თემაზე. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება. იმედია, სწორი ინფორმაციაა და ამ წყაროს ვეყრდნობით", - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო