loader

“მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი, მარტო შავგვრემანებს, ქიზიყელებს და კაცებს წარმოვადგენ? ქალებსაც წარმოვადგენ“ - შალვა პაპუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი, მარტო შავგვრემანებს, ქიზიყელებს და კაცებს წარმოვადგენ? ქალებსაც წარმოვადგენ“ - შალვა პაპუაშვილი


“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტში გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული ნორმის კორექტირებით შედეგობრივი თვალსაზრისით არაფერი იცვლება და მიღებული გადაწყვეტილებით ნორმა არ უარსედება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცხარე კამათის საგანია საარჩევნო კანონმდებლობაში გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლის ცვლილება, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილ საარჩევნო სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენლის ნაცვლად, პარტიას ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა მოეთხოვება.