loader

"მგზავრებს ჟანგბადის ნიღბები დაურიგეს, პანიკა იყო" - რა მოხდა კიევი-ბათუმის რეისზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მგზავრებს ჟანგბადის ნიღბები დაურიგეს, პანიკა იყო" - რა მოხდა კიევი-ბათუმის რეისზე?

SkyUp-ის თვითმფრინავი, რომელიც კიევი-ბათუმის რეისს ასრულებდა, საგანგებოდ ბორისპოლის აეროპორტში დაეშვა. მომხდარის კადრები სოცქსელებში ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ფრენა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა აფრენიდან 20 წუთის შემდეგ ბორტზე დამწვრობის სუნი იგრძნობოდა, რის შემდეგაც ჟანგბადის ნიღბები ჩამოცვივდა. მგზავრებმა ისინი გამოიყენეს. 

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, მიზეზებს იკვლევენ.