loader

ჩეხეთში უძლიერესმა ტორნადომ სახლები გაანადგურა, არის მსხვერპლიც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩეხეთში უძლიერესმა ტორნადომ სახლები გაანადგურა, არის მსხვერპლიც

ჩეხეთში ძლიერი ტორნადოსა და ქარის გამო 150 ადამიანი დაზარალდა. მათ შორის არიან ბავშვებიც. ჩეხურ ტელევიზიაზე დაყრდნობით, არიან გარდაცვლილებიც.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის მთავარი დარტყმა დასახლებული პუნქტის 7 რაიონზე მოდიოდა. დანგრეული სახლების ქვეშ ადამიანები არიან.

"სახლებიდან მხოლოდ კედლებიღა დარჩა, სახურავები და ფანჯრები აღარ არსებობს. ზოგიერთი ავტომანქანა კოტეჯების სახურავზე ყრია. ფესვებიანად ამოვარდა ასწლოვანი ხეები, მათ შორის, ნაძვები", - ჰყვება დასახლების უფროსი.

მაშველების თქმით, დაჭრილების გარდა, არიან გარდაცვლილებიც, რომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

ამჟამად ჩეხ კოლეგებს ავსტრიელი და სლოვაკი მაშველები ეხმარებიან.