loader

კადრები სამეგრელოდან, სადაც 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სამეგრელოდან, სადაც 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა

მარტვილში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვის მეზობლები არიან. მათივე თქმით, მამა-შვილი ბავშვს მოკვლის მუქარით აიძულებდა, ფაქტი საიდუმლოდ შეენახა.

როგორც ერთ-ერთი მეზობელი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა.

"მთელი სოფელი ფეხზე იდგა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მამა-შვილი წაიყვანა, მეზობლებმა მათი ოჯახის წევრები აიძულეს, იქაურობა დაეტოვებინათ. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. 35 წლამდეა შვილი და დაახლოებით 60 წლამდე მამა. ორივეს ცოლ-შვილი ჰყავს, მათ ოჯახშიც იზრდებოდნენ ბავშვები. კარგი რეპუტაციის ოჯახი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ასეთ რამეს ვერავინ წარმოვიდგენდით", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

შსს-ში მომ­ხდარ ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ. უწყების ინფორმაციით, სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 137-ე (გაუპატიურება) მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.