loader

უცნაური პერფორმანსი პარლამენტში - "ვეპატიჟებით ირაკლი ღარიბაშვილს და ელისო ბოლქვაძეს უფასო სასადილოდან წამოღებული ულუფების სუფრაზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცნაური პერფორმანსი პარლამენტში - "ვეპატიჟებით ირაკლი ღარიბაშვილს და ელისო ბოლქვაძეს უფასო სასადილოდან წამოღებული ულუფების სუფრაზე"

"სტრატეგია აღმაშენებელმა" პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დასახვედრად პერფორმანსი მოაწყო.

მათ პარლამენტში სიმბოლურად სუფრა გაშალეს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილსა და "ქართული ოცნების" წევრ ელისო ბოლქვაძეს იწვევენ.

პარტიის წევრის, თეონა ჭალიძის განცხადებით, პარლამენტში მოიტანეს ულუფა, რომელიც 1 ლარის და 30 თეთრის ღირებულებისაა და რომლითაც მოქალაქეები უფასო სასადილოებში იკვებებიან. ჭალიძეს თქმით, სურთ, ღარიბაშვილმა მათ უპასუხოს, საკმარისია თუ არა საკვების ეს რაოდენობა ერთი ადამიანისთვის დღიურად.