loader

ახალი შოკისმომგვრელი დეტალები მარტვილში დაკავებული მამა-შვილის შესახებ, რომლებსაც 8 წლის გოგონას გაუპატიურება ედებათ ბრალად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი შოკისმომგვრელი დეტალები მარტვილში დაკავებული მამა-შვილის შესახებ, რომლებსაც 8 წლის გოგონას გაუპატიურება ედებათ ბრალად

მარტვილში დაკავებული მამა-შვილის შესახებ, რომლებსაც 8 წლის გოგონას გაუპატიურება ედებათ ბრალად, პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მამა-შვილმა 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურა, ხოლო დაკავებულებიდან ერთ-ერთმა დანაშაული სხვა არასრულწლოვანი გოგონას მიმართაც ჩაიდინა. კერძოდ კი, ზ.გ. 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაშია ბრალდებული.

"საქართველოს პროკურატურამ სამეგრელოში მომხდარი არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბ.გ-ს და ზ.გ-ს ბრალდება წარუდგინა. ასევე, ზ.გ.-ს ბრალდება წარედგინა წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ-მ და ზ.გ-მ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს მარტვილში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა.