loader

ახალი კვლევა - კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევები 2019 წლის დეკემბერზე ადრე გამოვლინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი კვლევა - კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევები 2019 წლის დეკემბერზე ადრე გამოვლინდა

კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსი ჩინეთში, შესაძლოა, ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში, პირველი შემთხვევის იდენტიფიცირებამდე ორი თვით ადრე ყოფილიყო გავრცელებული, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

სააგენტოს ცნობით, მკვლევარებმა გამოიყენეს კონსერვაციული მეცნიერების მეთოდები იმის დასადგენად, რომ SARS-CoV-2 პირველად ოქტომბრის დასაწყისიდან 2019 წლის ნოემბრის შუა რიცხვებამდე პერიოდში გამოჩნდა. მათი შეფასებით, ჩინეთში ვირუსის გაჩენის ყველაზე სავარაუდო თარიღი იყო 2019 წლის 17 ნოემბერი, 2020 წლის იანვრისთვის კი გლობალურად იყო გავრცელებული.

ამასთან, მეცნიერთა გამოთვლებით, ჩინეთის გარეთ პირველი შემთხვევები შესაძლოა, იაპონიაში, დაახლოებით 3 იანვარს გამოვლინდა. ევროპაში ინფიცირების პირველი შემთხვევები ესპანეთში, დაახლოებით 12 იანვარს, აშშ-ში კი 16 იანვარს დაფიქსირდა.

კვლევა ჟურნალ PLOS Pathogens-შია გამოქვეყნებული. ჩინეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ოფიციალურად 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა და იგი დაკავშირებული იყო ქალაქ უჰანში მდებარე ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზართან, თუმცა ექსპერტები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ მანამ, სანამ ბაზარს მიაღწევდა, ვირუსი ადამიანებში იყო გავრცელებული.