loader

"6665 ადამიანის საარსებო მაჯაზე გკიდიათ ხოლმე, თქვენი ცოლის დაქალებიც გყავთ დასაქმებული" - ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"6665 ადამიანის საარსებო მაჯაზე გკიდიათ ხოლმე, თქვენი ცოლის დაქალებიც გყავთ დასაქმებული" - ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე, ბატონო ირაკლი და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 ათასი ლარი გაქვთ გადახდილი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით გამოდის.

ხაბეიშვილმა სხდომაზე პლაკატებზე ამობეჭდილი კონკრეტული ციფრებიც წარადგინა, რომელიც მისი ინფორმაციით, მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ასახავს. დეპუტატმა პრემიერი ნეპოტიზმშიც დაადანაშაულა.

ამასთან, მან პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, მიაჩნია თუ არა თავი ხალხზე მზრუნველ მთავრობად მაშინ, როცა ქვეყანაში 73 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია.