loader

“13-14-ში კარგი ბიჭი იყავით, ახლა საერთოდ გახვედით კონტროლიდან... ბადრი ესებუა გენატრებათ, განსაკუთრებული ემოციები გაქვთ“ - ირაკლი ღარიბაშვილის უცნაური პასუხები ლევან ხაბეიშვილს და ბადრი გოცირიძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“13-14-ში კარგი ბიჭი იყავით, ახლა საერთოდ გახვედით კონტროლიდან... ბადრი ესებუა გენატრებათ, განსაკუთრებული ემოციები გაქვთ“ - ირაკლი ღარიბაშვილის უცნაური პასუხები ლევან ხაბეიშვილს და ბადრი გოცირიძეს


როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, იაფფასიანი, მდარე ხარისხის კითხვები საზოგადოებას არ აინტერესებს.

„2013-14-ში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა არ ვიცი. თქვენ მიხვდებით, სადაც გნახეთ. მაშინ კარგი ბიჭი იყავით, რა გიპასუხოთ არ ვიცი, გარდა იმისა, რომ თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან. ეს იაფფასიანი მდარე ხარისხის კითხვები არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის. რა არის ტყუილი? ჩემი ნათქვამი ტყუილია, რომ გახვედით კონტროლიდან?!“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილმა სხდომაზე პლაკატებზე ამობეჭდილი კონკრეტული ციფრები წარადგინა, რომელიც მისი ინფორმაციით, მთავრობის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ასახავს. დეპუტატმა პრემიერი ნეპოტიზმშიც დაადანაშაულა.