loader

“მოგიწოდებთ ტონს დაუწიოთ!“ - მორიგი დაპირისპირება პარლამენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მოგიწოდებთ ტონს დაუწიოთ!“ - მორიგი დაპირისპირება პარლამენტში


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერთან კითხვა პასუხის რეჟიმი ემოციური გადაძახილებით და ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თემურ ჯანაშიამ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, მის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხი გაეცა, რაზეც ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს "გაფლანგული საბიუჯეტო თანხები და ამ კონტექსტში მასაჟისტებზე დახარჯული ფული" გაახსენა.

ამას ჯანაშიას გაღიზიანება მოჰყვა. მან ღარიბაშვილს მიმართა, რომ ასეთ პასუხს არ გაუტარებს, რადგან მისი საქმე არანაირ მასაჟისტებს არ ეხება.

"მოგიწოდებთ ტონს დაუწიოთ, თუ გაქვთ რამე სათქმელი, სასამართლოში შეგიძლიათ, რომ იდავოთ", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანაშიას.