loader

იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტების გამოყენება ძუძუს კიბოს - "ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტების გამოყენება ძუძუს კიბოს - "ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ..."

ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს:

"ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა ალუმინის შემცველობის გარეშე დეოდორანტების გამოყენება.
მატულობს თუ არა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ან იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოს?
ამ მითის გავრცელების მიზეზი შემდეგია - გარკვეული წლების წინ პაციენტებს სხივური თერაპიის ჩატარების წინ რეკომენდაციას აძლევდნენ არ გამოეყენებინათ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები რადიაციის დროს, რადგან პოტენციურად არსებობდა რისკი, რომ ალუმინმა შესაძლოა გააღიზიანოს კანი რომელმაც მიიღო რადიაციის გარკვეული დოზა. შემდეგ რამოდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ალუმინი ამ გაღიზიანებასაც არ იწვევს

ჩატარებულმა დიდმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 1600 ადამიანი, კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ალუმინის შემცველი პროდუქცია უსაფრთხოა და არ ასოცირდება ძუძუს კიბოს განვითარებასთან.
ასე რომ გამოიყენეთ ალუმინის ქლორიდის (Aluminum Chloride) შემცველი ანტიპერსპირანტები ოფლიანობის შესამცირებლად, რადგან მხოლოდ ის არის ამ მხრივ ეფექტური და არა სხვა არაფრის მომცემი მცენარეული საშუალებები თუ დეოდორანტები." - წერს ზაზა თელია.