loader

თანამშრომელთან კოცნის გამო თანამდებობა დაატოვებინეს - დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი დისტანციის დარღვევის გამო გადადგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თანამშრომელთან კოცნის გამო თანამდებობა დაატოვებინეს - დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი დისტანციის დარღვევის გამო გადადგა

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის მდი­ვა­ნი მეთ ჰენ­კო­კი თა­ნამ­შრო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში მან აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბა "ვალ­დე­ბუ­ლია გულ­წრფე­ლი იყოს იმ ხალ­ხის წი­ნა­შე, ვინც ამ­დე­ნი მსხვერ­პლი გა­ი­ღო ამ პან­დე­მი­ის დროს“. ბო­რის ჯონ­სონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის წუხს ჰენ­კო­კის გა­დად­გო­მის გამო.

ჰენ­კო­კი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­მო­ცე­მა The Sun-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოს შემ­დეგ მო­ექ­ცა. ფო­ტო­ზე ჯან­დაც­ვის მდი­ვა­ნი თა­ნამ­შრო­მელს ჯინა კო­ლა­დან­ჯე­ლოს კოც­ნი­და. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ორი­ვე მათ­გა­ნი ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. გა­მო­ცე­მა წერ­და, რომ ფოტო ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, 6 მა­ისს იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ჰენ­კოკს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, რომ "სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის ზო­მე­ბი“ და­არ­ღვია.