loader

თურქეთში "პრაიდის აღლუმის" მონაწილეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა - არიან დაკავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში "პრაიდის აღლუმის" მონაწილეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა - არიან დაკავებულები

თურქეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა ხალხის დასაშლელად, რომლებიც შაბათს სტამბოლის ცენტრში "პრაიდის აღლუმზე" შეიკრიბნენ. დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებიც ცდილობდნენ, მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აკრძალულ ღონისძიებაში.

მედიის ცნობით, დაახლოებით 20 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ფოტოჟურნალისტი.

ბოლო წლებში თურქეთის ხელისუფლებამ LGBT+ პირების ე.წ. ღირსების მარში აკრძალა.